ნაციონალური მოძრაობა: 'აჭარაში სოციალური დახმარება 2 ათას 391 ბენეფიციარს მოეხსნა

29 მაისი 2017, 00:00 2485 ნახვა

"აჭარაში იანვრიდან აპრილის ჩათვლით სოციალური დახმარება 2 ათას 391 ბენეფიციარს მოეხსნა" - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა რეზო ხარაზმა გააკეთა. პარტიის წევრმა, სოციალური დახმარებების მოხსნის საკითხი აჭარის მთავრობაში გაცემულ პრემიებს და დანამატებს დააკავშირა. "ადამიანებს სოციალურ დახმარებას უხსნიან მაშინ, როცა მთავრობაში 4თვის განმავლობაში 657ათას ლარი გაიცა პრემიებზე და 860 ათასი დანამატის სახით" - განაცხადა ხარაზმა

აჭარის სოციალური დაცვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ასე კონტექსტიდან ციფრების ამოღება არაფრის მომცემია, რადგან ყოველდღიურად იცვლება მონაცემები და თუ ეხსნება მაგალითდ დახმარება 10 ოჯახს, ემატება სოც დაუცველთა სიას 15 ოჯახი. "თამამად გეტყვით, რომ 2017 წელს  სოც დაუცველთა ოჯახებზე დახმარების მონაცემები არ შემცირებულა. უცნაურია, ასე როგორ მოახერხეს დათვლა. როცა ამბობენ, რომ სიიდან ამოიღეს სოციალურად დაუცველი ოჯახები, იქვე უნდა თქვან, რამდენს დაენიშნა თავიდან. ეს ცოცხალი პროცესია, ყოველდღიურად დადიან სოც მუშაკები და ამოწმებენ ოჯახებს" - განაცხადა სოციალური დაცვის სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში