ვარსკვლავური სეზონი საქართველოში. 18 ქალაქში 35 ფესტივალი პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში გაიმართება. პროგრამა ეროს რამაზოტის კონცერტით სტარტს თბილისიდან აიღებს, ვიზიტი მსოფლიო ვარსკვლავმა თავის ფეისბუქ გვერდზე უკვე დაანონსა. 7 ივნისს ბათუმში მარონ ფაივს ელოდებიან, მასშტაბური კონცერტისთვის ალტერნატიული ლოკაცია უკვე შერჩეულია. ქვეყნის კულტურულ კალენდარს თვალი მარი ბოლქვაძემ გადაავლო. ვინ, როდის ეწვევა საქართველოს და რა თანხაა გამოყოფილი პროექტისთვის? რეპორტაჟიდან გაიგებთ