ფოლკლორის ფესტივალი

28 მაისი 2017, 00:00 2733 ნახვა

თხილნარის კულტურის სახლში ხელვაჩაურის სასოფლო კლუბებთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების დათვალიერება -კონკურსი ჩატარდა. მასში სასკოლო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ძირითადად ფოლკლორული ნიმუშები წარმოადგინეს.

ზედა - ჩხუტუნეთის ჯგუფის მიერ შესრულებულ „ხორუმში“, ვაჟებთან ერთად მეომრულ ფორმაში ჩაცმული  გოგონებიც  მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა და სიგელებით დააჯილდოვა.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი