სპექტაკლი გონიოს ციხის ტერიტორიაზე

28 მაისი 2017, 00:00 2868 ნახვა

“ღამე მუზეუმში” პროექტის ფარგლებში გონიო-აფსაროსის მუზეუმ - ნაკრძალში სპექტაკლი “მედეას” ჩვენება გაიმართა. ევრიპიდეს პიესა რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ გააცოცხლა. სპექტაკლში მსახიობი მანანა ბურდული და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ლაზერ - შოუ მოეწყო. „ღამე მუზეუმში“   კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით,  წელს მეორედ ჩატარდა. თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის პირველ საათამდე  უფასოდ მასპინძლობდა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში