სოფელი სადაც მტაცებელი ცხოველი უკვე საცხოვრებელ სახლთანაც გამოჩნდა. მგლების ხროვამ ქედლებში პირუტყვი ისევ დაგლიჯა. მოსახლეობას გარეული ცხოველის მოკვლა ეკრძალება.
გამგეობაში მზად არიან ადგილობრივები ტყვია- წამლით მოამარაგონ, თუმცა როგორც ირკვევა, იგი არა ცხოველის გასანადგურებლად, არამედ მხოლოდ დასაფრთხობად უნდა გამოიყენონ.