არჩილ მალაყმაძიძის პერსონალური გამოფენა

22 ოქტომბერი 2025, 09:52 547 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ბათუმელი მხატვრის არჩილ მალაყმაძიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ზეთის საღებავებით და აკრილით შესრულებული ფერწერული ტილოები, აგრეთვე აკვარელით შესრულებული 40-მდე ნამუშევარი.

გამოფენა მუზეუმის გალერეაში 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში