გზის რეაბილიტაცია

27 მაისი 2017, 00:00 3085 ნახვა

ქედაში სოფელ ზენდიდის ცენტრთან დამაკავშირებელი გზაზე ასფალტს აგებენ. საავტომობილი გზა, ადგილობრივებს საცხოვრებელთან, ტურისტებს კი ზენდიდის ციხესთან აკავშირებს. აღნიშნულ სოფელში ასფალტის დაგების  ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტურისტული დანიშნულება გახდა.

თუმცა, აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ქედაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ რამდნიმე სოფელშია დაგეგმილი. ჯამში მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე სხვადასხვა მიმართულებით 8 კილომეტრი და 600 მეტრი ბეტონის გზა დაიგება, აცხადებს არჩილ ჩიქოვანი. მისივე ინფორმაციით, ასევე 3 ხიდის რეაბილიტაცია და 2-ის აგება დაგეგმილი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები და დამცავი ზღუდეები. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი