ვაშლოვანის მოსახლეობა შიდა სასოფლო გზაზე ქვის ცვენის შეჩერებას ითხოვს

24 მაისი 2017, 00:00 2510 ნახვა

 ვაშლოვანის მოსახლეობა შიდა სასოფლო გზაზე ქვის ცვენის შეჩერებას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ მიზეზით გზა არაერთხელ ჩაიკეტა.

ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ ქვათაცვენის და მცოცავი მიწის შესაჩერებლად ფერდსამაგრ სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ბიუჯეტში 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი