„ნუნუ მასწავლებელი ჯოჯოხეთში“ - სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა. სპექტაკლი ლაშა ბუღაძის “ნაფტალინის” მიხედვით, რეჟისორმა - რამაზ იოსელიანმა დადგა.
ერთ მოქმედებიან კომედიაში მოთხრობილია ყოფილი სკოლის დირექტორის ნუნუს ისტორია, რომელიც გარდაცვალებისთანავე შეცდომით ჯოჯოხეთში ხვდება. სპექტაკლში თოჯინების თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.