მარადიდის მცხოვრებთა აქცია

23 მაისი 2017, 00:00 2161 ნახვა

მარადიდის მოსახლეობა რამდენიმე წლის წინ დაკანონებული მიწების ჩამორთმევას აპროტესტებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწები 4 წლის წინ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს, შემდეგ კი მოსახლეობის ნაწილმა უკვე საკუთრებაში არსებული ტერიტორიები ჰესის მშენებელ კომპანიას მიყიდა. მათი ინფორმაციით, მოგვიანებით 32-ი ადგილობრივის წინააღმდეგ  საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა.

მარადიდის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათ დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი შეხვდა. მარადიდის მოსახლეობას აჭარის მთავრობასთან და სამართალდამცველებთან შუამდგომლობას ხელვაჩაურის გამგებელიც დაპირდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი