სიახლე აბიტურიენტებისთვის

31 მაისი 2016, 00:00 3115 ნახვა

აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მითითებული საგნის შეცვლა 1-ელი ივნისის ჩათვლით შეეძლებათ. ამის შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა ან შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ. რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ტარდება. წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექრონული ფორმატით ჩატარდება - ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის ელექტრონულად მიწოდებას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში