ქობულეთის საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა. განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. ტურისტული სეზონისთვის ქალაქის ტერიტორიაზე 5 საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჩაქვში მდებარე საპირფარეშოსაც. პროექტის ღირებულება 17 ათას 713 ლარია.