პირველადი ჯანდაცვის ექიმები ვილნიუსში გადამზადდებიან

31 მაისი 2016, 00:00 4848 ნახვა

პირველადი ჯანდაცვის ექიმები პროფესიულ გადამზადებას ვილნიუსის ცენტრალურ კლინიკაში გაივლიან. პროექტი ლიტვურმა ორგანიზაცია `ახალმა იდეამ“ შეიმუშავა და იგი სოციალური დაცვის  სააგენტოსა და ლიტვის ცენტრალურ კლნიკებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს.  ორი წლის განმავლობაში ლიტვური მხარე 25 ქართველი ექიმის მოკლევადიან ტრენინგებს  სრულად დააფინანსებს. ქართველი მედიკოსები ვილნიუსში 4 ჯგუფად გაემგზავრებიან, ასევე დაგეგმილია პარტნიორი კლინიკებიდან მედიკოსების სამუშაო ვიზიტი ბათუმში.  გადამზადებას ქართველი ექიმები ინსულტისა და ინფარქტის თემაზე გაივლიან. უცხოურ კლინიკაში ექიმების ნაწილმა გადამზადების კურსი უკვე გაიარა. 8 წევრიანი ჯგუფი ვილნიუსიდან ახლახანს დაბრუნდა. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში