ლეგენდარული ჯუფი “აეროსმიტი” ათასობით მაყურებლის წინაშე ბლექსი არენაზე "აერო ვედერჩი ბეიბი" - მსოფლიო ტურნეს ფარგლებში წარსდგა. გრანდიოზული შოუს დაწყებამდე მსმენელს ჯგუფის სოლისტი, სტივენ ტაილერი ქართულად მიესალმა.
როკ - ჯგუფმა ყველა დროის ცნობილი ჰიტი შეასრულა. 50 წლიან შემოქმედებით კარიერაში ეს მათთვის ბოლო მსოფლიო ტურნეა. კონცერტი “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლები ჩატარდა და მასზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 26 აგვისტოს ბლექსი არენა გორამ ბრეგოვიჩს უმასპინძლებს.