ხულოში, იალაღების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. შეუფერხებელი ელექტრომომარაგების მიზნით, სამუშაოები ამ ეტაპზე, მთა თეთრობის მიმართულებით მიმდინარეობს.
ელექტროხაზების გასაყვანად ხულოს მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 154 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული სამუშაოებისთვის, გასულ წელს, 400 ათასი ლარი დაიხარჯა, აქედან 25 ათასი ლარის სამუშაოები წელსაც გრძელდება. ხულოში 25-მდე მთაა. იალაღებზე მემთეურები მაისის ბოლოდან იწყებენ გასვლას.