ავტო ავარიების სტატისტიკა საგანგაშოა, რაში არსებობს გამოსავალი ყველა მხარეს საკუთარი არგუმენტი აქვს, ფაქტია, რომ ჯარიმის და კანონის გამკაცრებას შედეგი არ მოყვება ხოლმე.
გადაჭარბებული სიჩქარე და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ხშირ შემთხვევაში უბედური შემთხვევის მიზეზი ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ავტოსკოლების ავტორიზაცია ამ მძიმე სტატისტიკას ცოტათი შეამსუბუქებს.
აჭარის საავტომობილო ფედერაციაში კი რეალურ ცვლილებებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ მართვის მოწმობის გაცემის წესის შეცვლა, ბევრ პრობლემას მოხსნის, კერძოდ, თუ მოწმობას არა რამდენიმე დღეში, როგორც ახლა ეს ჩვენს რეალობაში ხდება, არამედ წლების შედეგად მიღებული გამოცდილებით მივიღებთ, შედეგი შთამბეჭდავი იქნება.