შეკვეთილში უპრეცენდენტო რაოდენობის ტურისტს ელოდებიან. მაყურებლების განთავსება 18 საათიდან დაიწყება. ორგანიზატორების განცხადებით, ჯგუფის მოთხოვნით, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული და ამიტომ ე.წ - ლი სელფის ჯოხების შეტანა საკონცერტო დარბაზის შიდა პერიმეტრზე აკრძალულია.
აკრედიტებული ფოტო და ვიდეო კამერების გარდა ტერიტორიაზე სხვა ტექნიკის შეტანაც დაუშვებელია. დღეს მაყურებლებს შეკვეთილში მისვლა ახალი მატარებლითაც შეეძლებათ. ფონდმა "ქართუმ" მაღალი სარკინიგზო ბაქანი მოაწყო. "საქართველოს რკინიგზის" ორსართულიანი მატარებელი ბაქანზე პირველად გუშინ ჩამოდგა. დღეს კი პირველი მგზავრები ისარგებლებენ.