ბათუმში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 98-ე წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას აზერბაიჯანის საკონსულოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაიხსენეს ისტორიული თარიღი. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.