სტივ ტაილერი: მეგობრებო ხვალ აეროსმიტთან შესახვედრად მზად ხართ?

19 მაისი 2017, 00:00 7099 ნახვა

საქართველო ლამაზია, ამათ შეხედეთ?!  მეგობრებო ხვალ აეროსმიტთან შეხვედრისთვის მზად ხართ? -  ასე მიესალმა მომღერალი სტივ ტაილერიუ ჟურნალისტებს, რომლებიც ბათუმში ჩამოსულ ლეგენდარული ჯგუფის "აეროსმიტის" წევრებს ელოდებოდნენ. 

ჯგუფის წევრები ბათუმში საქართველოს დროით 6 საათზე ჩამოვიდნენ, ჯგუფს თან ახლავს  50-მდე  ტექნიკური პერსონალი. ისინი ბათუმში რამდენიმე დღე დარჩებიან.  ხვალ კი, შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე" ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მსმენელებისთვის "აეროსმიტი" კონცერტს გამართავს. არენაზე უამირავ ტურისტს ელოდებიან. როკ-ჯგუფი საქართველოში კულტურის სამინისტროს პროექტის "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში ჩამოვიდა.

ეს "აეროსმიტის" ბოლო ევროპული ტურნეა. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში