დამატებითი 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 90 სამუშაო ადგილი რეგიონში. აჭარაში არსებულ სასტუმროებს დღეს კიდევ ერთი შეემატა. ტურისტული სფერო რეგიონში, ინვესტიციების თვალსაზრისით, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას მყარად ინარჩუნებს. ლიდერი კი, საინვესტიციო მოცულობით, ენერგეტიკის სფეროა, თუმცა, ტურიზმი უცხოელი და ქართველი ბიზნესმენებითვის, კაპიტალდაბანდების კუთხით, კვლავ ყველაზე მომხიბლავია.
აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს 2015-თან შედარებით ,ინვესტიციების მოცულობა რეგიონში 17 პროცენტით გაიზარდა, რაც ფინანსურად 400 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.