“სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები”

31 მაისი 2016, 00:00 4161 ნახვა

''სწავლისა და აღზრდის აქტუალური საკითხები'' -ამ სახელწოდების სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიებაში სტუდენტებთან ერთად 400-მდე მოსწავლე მონაწილეობს. ისინი სხვადასხვა თემატიკაზე მომზადებულ მოხსენებებს წარადგენენ. კონფერენცია წელს მეოთხედ იმართება. მისი მიზანი საგანმანათლებლო პროექტების მომზადება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენაა.  სამეცნიერო კონფერენცია ერთდღიანი და ის უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის, ''სკოლა უნივერსიტეტის'' ფარგლებში ტარდება. 

ამავე კატეგორიაში