ტრენინგი გიდებისთვის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ექსკურსიამძღოლების გადამზადების პროგრამას განაგრძობს. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა, პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე, რჩევები მედიკოსებისგან მიიღეს.
ტურისტული პროდუქტების სააგენტოში სასწავლო სემინარებს 60 მოქმედი, ასევე, დამწყები გიდი, მაღალმთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით გადის. სატრენინგო კურსი ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფსიქოლოგიის, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებსაც მოიცავს.