“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზის განცხადებით 5 თვის განმავლობაში აჭარის მთავრობის წევრებმა დანამატის სახით 860 ათას 297 ლარი, ხოლო პრემიის სახით 657 ათას 768 ლარი აიღეს. ამასთან დაკავშირებით რეზო ხარაზმა სოციალურად დაუცველ ოჯახებთან შეხვედრისას ისაუბრა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აჭარის მთავრობას მოუწოდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სათანადო ყურადღება დაუთმონ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ივლისიდან, ახალი რეგულაციით, პრემია-დანამატების საკითხს კანონი დაარეგულირებს.