აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის ინიციატივა “ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.
ცვლილება აჭარაში მდებარე საჯარო სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლების რეგიონის მთავრობისთვის დელეგირებას ითვალისწინებს. მოქმედი რედაქციით, ამ უფლებით საქართველოს განათლების სამინისტრო სარგებლობს. ეს, ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს, პირველი ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.