ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია

31 მაისი 2016, 00:00 3409 ნახვა

ნატო-ს 28 წევრი სახელმწიფოს 250-მდე პარლამენტარმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღო, სადაც მოუწოდებს ალიანსის წევრი სახელმწიფოს ლიდერებს, კიდევ ერთხელ გამოუცხადონ მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებს. დეკლარაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მიიღეს და შეიცავს ნატო-სადმი მოწოდებებს, გააძლიეროს ალიანსის კოლექტიური თავდაცვა, რათა შეძლოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც „სულ უფრო აგრესიული ხდება“. კანონმდებლები მოუწოდებენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, ვარშავის სამიტზე ყოვლისმომცვლელი სტრატეგია მიიღონ ნატო-ს სამეზობლოში სტაბილურობის გასაძლიერებლად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი