''მუზეუმი და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე'' - თარიღი ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში აღინიშნა. გაიმართა ფილმის ჩვენება. ამიკო ქავთარაძის სატელევიზიო პროექტის ''ერთი ფოტოს ისტორია'' აჩვენეს, რომელიც 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტს შეეხებოდა.
შეხვედრას სალიბაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს ფოტოს ისტორიის შესახებ.