მსჯელობა ე.წ. გერმანულ მოდელზე

31 მაისი 2016, 00:00 2337 ნახვა

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ. ცვლილებებს მხარს არ უჭერენ ფრაქცია ,,ქართული ოცნებაში” და აცხადებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებენ საპარლამენტო უმცირესობაში. კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძეა. ცვლილებების პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტებმა გუშინ განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი