ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგს შეხვდა და მასთან საქართველო - ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის მიმართ. აქცენტი გაკეთდა 5 მთავარ პრინციპზე, რომლის თანახმადაც, სარტყელისა და გზის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილება, ხალხთა შორის კულტურული კავშირების განვითარება და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.