პლენარული სესია უმაღლეს საბჭოში

18 მაისი 2017, 00:00 3248 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები კენჭისყრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს გაიტანენ. მათ შორისაა  რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური მიმოხილვა.

დეპუტატები დღესვე გადაწყვეტენ  გადაეგზავნება თუ არა საქართველოს პარლამენტს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარის კანონპროექტი “ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ცვლილება ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე საჯარო სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლების საქართველოს განათლების სამინისტროსგან აჭარის განათლების სამინისტროსთვის დელეგირებას ითვალისწინებს.

დღესვე დეპუტატები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტივობის შესახებ კანონპროექტს და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის საკითხს გადაწყვეტენ. 

განახლებული:

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი