“ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში მყოფებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, რის შემდეგაც სხდომა გადაიდო.
მხარეებს შესავალი სიტყვით არ უსარგებლიათ, არც მოწმეებს მოუსმინეს. სისხლის სამართლის საქმეზე სულ 21 პირია ბრალდებული, რომელთაგან ერთი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. 19 პირს მასობრივ არეულობაში მონაწილეობას, 2-ს კი ორგანიზებას ედავებიან.