ბათუმის საქალაქო სასამართლო 11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებულების საქმეს დღეს განიხილავს. არსებითი განხილვა 8 ბრალდებულის საქმეზე გაიმართება. პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული
დღევანელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვას იტყვიან და არ არის გამორიცხული მოუსმინონ მოწმეებს და მხარეებმა წარმოადგინონ მოპოვებული მტკიცებულებებიც.
11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სულ 20 პირია დაკავებული. მათ გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. დანარჩენების საქმეს სასამართლო 19 მაისს განიხილავს.
განახლებული:
განახლებული: