სოციალური სახლი

16 მაისი 2017, 00:00 1410 ნახვა

ხულოში, ვაშლოვანის სოციალურ სახლში ფართების მიღებისთვის ბენეფიციართა შერჩევის პირველი ეტაპი დასრულდა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთან შემსწავლელმა კომისიამ ამ ეტაპზე 30-ი ოჯახი შეარჩია.

ხულოს გამგეობას ბინებით დაკმაყოფილებისათვის სულ 88 ბენეფიციარმა მიმართა, აქედან 72 დაკმაყოფილდა. ხულოს გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ოჯახების შესწავლა ერთ თვეში დასრულდება. ხულოში სამი 72 ბინიან საცხოვრებელ კომპლექსის აშენებისთვის 3 მილიონ 814 464 ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში