5 მილიონის მიტაცების საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს განაჩენი გამოცხადდება

16 მაისი 2017, 00:00 3563 ნახვა

სასამართლო დღეს შპს “ჰიგიენა 2009-ის” ყოფილი დირექტორის ირაკლი ცეცხლაძის საქმეზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, დღეს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს, ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონი ლარის მითვისება ჯერ კიდევ წინა სხდომაზე აღიარა.  გამოძიება ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისებას ედავება, რაც 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თანხა, რომლის მითვისებასაც ცეცხლაძე არ უარყოფს ქობულეთში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. შპს “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი