თვითმმართველობის არჩევნები - დაპირისპირება ოპოზიციაში

11 ივლისი 2025, 11:14 266 ნახვა
00:00
00:00

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არმონაწილეობის საკითხი კვლავ განხილვისა და დაპირისპირების საგანია ოპოზიციურ პარტიებს შორის. სალომე ზურაბიშვილის შეთავაზების შემდეგ წერილი გაავრცელა პარტია ლელოს ლიდერმა.

ბადრი ჯაფარიძე არჩევნებს ბრძოლის ველს უწოდებს. „ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება“ - წერს ლელოს ლიდერი.

არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მონაწილეობას კვლავ რუსულ სპეცოპერაციაში ჩართვას უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

მმართველ გუნდში კი შექმნილ დაპირისპირებას გარე ძალებისგან მიღებულ დავალებებს უკავშირებენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი