ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა. სკოლამდელი დაწესებულება 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 221 ათას 111 ლარია. წელს ხულოში ახალი სამი საბავშვო ბაღი აშენდა, კიდევ ოთხი სექტემბრამდე გაიხსნება. სულ ხულოში 20 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.