აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

12 მაისი 2017, 00:00 5901 ნახვა

აზიური ფაროსანა. მწერი, ძირითადად, ქობულეთშია გავრცელებული, თუმცა, ბოლო პერიოდში ხელვაჩაურში, ქედასა და ბათუმშიც შეიმჩნევა. მავნებელი ხე-ხილს, ბოსტნეულს, ასევე თხილის მოსავალს აზიანებს. ქობულეთში ფერმერები გასულ წლებს იხსენებენ, როდესაც აზიურმა მწერმა მოსავლის გარკვეული რაოდენობა დააზიანა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ დროისთვის მონიტორინგს ახორციელებს, ათ სოფელში სპეციალურ ხაფანგები განთავსდება, რითაც გავრცელების არეალი უნდა განისაზღვროს და სპეციალური ღონისძიებებიც დაიგეგმოს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი