ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

12 მაისი 2017, 00:00 3908 ნახვა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ხულოს წმინდანის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.  სადღესასწაულო ლიტურღიას სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი  სპირიდონი აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ სასულირო პირები და მრევლი პარაკლის სოფელ დიდაჭარაში გადაიხდიან, იმ ტერიტორიაზე სადაც წმინდანი საქართველოში შემოვიდა და ქადაგება დაიწყო.

დღესვე სოფელ დიდაჭარაში დაგეგმილ ღონისძიებაში ადგილობრივი ფლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. დიდაჭარობა ათ წელზე მეტია  აღინიშნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი