''ნაციონალური მოძრაობა'' ბიუჯეტს იწუნებს

11 მაისი 2017, 00:00 3430 ნახვა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფინანსურ დოკუმენტს  აფასებს. მერაბ ცინცაბაძე აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას   ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და ვითარდებოდა.   2012 წლის შემდეგ კი,  მხოლოდ 20 პროცენტით გაიზარდა. საკრებულოს წევრის თქმით, ეს ცვლილება მუნიციპალიტეტისთვის საჭირო პროექტების განსახორციელებლად არასაკმარისია.

ცინცაბაძე ამბობს, რომ არსებული ზრდა  საშტატო ერთეულების დამატების ხარჯზე განხორციელდა. გამგეობაში განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებენ. მალხაზ რომანაძის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში,  სხვადასხვა პროექტის გარდა, 85 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც გამოიყო. მისივე განცხადებით,   საშტატო ერთეულები მხოლოდ ახალ ობიექტებს დაემატა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი