გამოძიება ჩორჩანის ეპიზოდზე

18 ივნისი 2025, 11:11 279 ნახვა
00:00
00:00

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხვაზე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ელგუჯა ხარაზიშვილი არიან დაბარებულები. უწყებაში ელგუჯა ხარაზიშვილს ამ წუთებში ელოდებიან, ხოლო გიორგი ხოჯევანიშვილი გამოკითხვა 18:00 საათზეა ჩანიშნული. 

გუშინ გვიან ღამით დასრულდა გენერალურ პროკურატურაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოკითხვა. მისი განცხადებით, მინისტრობის პერიოდში ჰქონდა ინფორმაცია როგორც ჩორჩანის საგუშაგოს განთავსების, ასევე გზის გაყვანის საჭიროების შესახებ.

ცქიტიშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა მსჯელობა ჩორჩანაში ბორდერიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით, ამიტომ ხელისუფლებას იმ დროისთვის არსებული საფრთხეები უკვე შეფასებული ჰქონდა, ხოლო კონკრეტული ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი