ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ, მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რომელიც პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. საქმეს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავს.