მიწისძვრა ჩინეთში

11 მაისი 2017, 00:00 2240 ნახვა

8 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ,,როიტერის" ინფორმაციით, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონ ქსინიანგში დაფიქსირდა. მიწისძვრის გამო ხელისუფლებამ ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან 9 ათას 200 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონში ათასზე მეტი სამხედრო და პოლიციელია მობილიზებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი