სასმელი წყლის ავზი - როგორც დაპირისპირების მიზეზი ორი სოფლის: ახოსა და გობრონეთის მოსახლეობას შორის. გობრონეთში, სადაც ავზი შენდება, ამბობენ, რომ ახოს მცხოვრებლები წყალს არაგონივრულად მოიხმარენ და მათ საკმარისი რესურსი არ დარჩებათ. ამიტომაც არ აძლევენ ტენდერში გამარჯვებულ ფირმას სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობას. ამ დაპირისპირების უკან ქედის გამგებელი “ნაციონალურ მოძრაობას” ხედავს.