კონფლიქტი შუახევის კულტურის ცენტრში და ახალი უფროსი. გამგებელმა, თანამშრომლების მიერ ყოფილი დიტრექტორის სამსახურში აღდგენის მოთხოვნიდან რამდენიმე საათში, ახალი უფროსი დანიშნა. მაკა მაკარაძის წარდგენას ვახტანგ ბერიძეც ესწრებოდა.
მცირე კონფლიქტი სწორედ ბერიძესა და გამგებელს შორის წარმოიშვა, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. ტარიელ ებრალიძე კი აცხადებს, რომ იგი მისივე განცხადებებისა და შეუთავსებლობის გამო წავიდა დაკავებული პოზიციიდან.
რაც შეეხება ახალ უფროსს, მაკარაძე ბოლო პერიოდში სკოლის დირექტორის, მანამდე კი გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.