ბიზნეს-სუბიექტების მხარდასაჭერად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ინოვაციურ პროგრამას “იდეებიდან წარმატებამდე” იწყებს. პროექტის მიზანი ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობისა და მომსახურების სექტორების განვითარებაა, რისთვისაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მინისტრმა დღეს ის პროექტებიც შეაჯამა, რომლებზეც უწყება ამ დროისთვის მუშაობას განაგრძობს. მომდევნო ოთხი წლის პროგრამაც, ძირითადად, რეგიონში ინვესტიციების მოზიდვისთვის ზრუნვაა.