გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა, გივი მიქანაძე უარყოფს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დეზინფორმაციას უწოდებს ასევე ინფორმაციას, რომ ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც.
მიქანაძე ამბობს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დელეგაციამ ნაყოფიერად იმუშავა და არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.