შეხვედრა გაერო-ს განვითარების პროგრამის დელეგაციის წევრებთან

29 მაისი 2025, 10:50 234 ნახვა
00:00
00:00

მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამის დელეგაციასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს,დავით სონღულაშვილს  შორის გაიმართა. 

საუბარი შეეხო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შესრულებას,  კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, ნარჩენების მართვის, ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებებით  თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებს.

ასევე ყურადღება გამახვილდა  მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში