შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან

28 მაისი 2025, 10:50 251 ნახვა
00:00
00:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა, რომელიც ამავდროულად  გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს დირექტორია.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა მიმოიხილა უწყების  პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.  მან  ხაზი გაუსვა გაერო-ს როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი