საქართველოსა და აჭარის განათლების მინისტრებმა დღესვე ბათუმში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი გახსნეს. ავტორიზებული პროგრამების განხორციელება, მოკლევადიანი გადამზადების ტრენინგ-კურსების ჩატარება, სასწავლო პროცესში რეგიონში არსებული ბიზნეს-სექტორის ჩართულობის გაზრდა, დუალური განათლების დანერგვა და პოპულარიზაცია, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების მოძიება, პროექტების განხორციელება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე - ე სარის სასწავლებლის ძირითადი საქმიანობა.
ამ დროისთვის აქ აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთითა და აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 4 თვიან გადამზადების კურსს 100 სტუდენტი გადის. დღესვე ალექსანდრე ჯეჯლავამ სკოლა "გორდა" დაათვალიერა.