ფოტო: "გაზეთი ბათმელები"
11-12 მარტს, ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს წინ სამართალდამცველების მანქანებს ხელები დაუშინეს. ისინი არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას სასჯელაღსრულების მანქანას, რითაც ბრალდებულებს უკან, ციხეში აბრუნებდნენ.
პოლიციელებმა მოქალაქეებისგან გზა ხმამაღალი შეძახილებით გაათავისუფლეს.