დღეს არ უნდა მოვერიდოთ კითხვებს, უნდა ვიმუშაოთ ნაყოფიერად

08 მაისი 2017, 00:00 4237 ნახვა

ბათუმში კონსტიტუციის სახალხო განხილვა დაიწყო. შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა და აჭარის კონსტიტუციური კანონი, რომელიც იცვლება დადებითად შეაფასა. 

"მე ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მინდა გითრათ, რომ ძალიან საინტერესო საკითხები იყო განხილვების დროს წამოწეული. მე მინდა სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად ავღნიშნო გადაწყვეტილებები, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ უნდა მივიღოთ, ეს არის ჩვენი რეგიონის გამარჯვება და ეფექტური მართვა, ეფექტური მუშაობა მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოების. ამ და სხვა სიახლეებს შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დეტალურად ისაუბრებს. 

იმედია იქნება დისკუსია, დღეს არ უნდა მოვერიდოთ კითხვა-პასუხს,უნდა ვიმუშაოთ ნაყოფიერად" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

საკონტიტუციო განხილვას პირველად შეუერთდა საქართევლსო პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. ბათუმი მე-4 ქალაქია, სადაც ცვლილებებს  განიხილავენ.

.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი